2021 წლის იანვრიდან ნოემბრამდე პერიოდში, გორის მუნიციპალიტეტში სოციალური დახმარება 627 პირს შეუწყდა.
ამის შესახებ ინფორმაცია რადიო “მოზაიკას” ჯანდაცვის სამინისტროდან მიაწოდეს.
“ფულადი სოციალური დახმარების – „საარსებო შემწეობის“ მიმღებ ბენეფიციართაგან, დახმარების მიღების უფლება, 2021 წლის პირველი იანვრიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში, შეუწყდა 627 პირს” , – განმარტავენ სამინისტროში.
ბოლო მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტში სოციალურ დახმარებას 24 901 პირი იღებს.
დატოვეთ კომენტარი