ახალი ამბები

ხოჯევანიშვილი: მოსამართლეების დანიშვნას მხარი არ დავუჭირეთ

პარტიის “საქართველოსთვის” წევრებმა დღეს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას მხარი არ დაუჭირეს. დეპუტატ გიორგი ხოჯევანიშვილის შეფასებით, მოსამართლეების დანიშვნის პროცესს ნდობა დაკარგული აქვს.

“კითხვები არის ჩვენი საერთაშორისო და სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან ამ პროცესთან მიმართებაში და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რომ ეს არ არის გამჭვირვალე, ეს არ არის საზოგადოების და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროცესი, ჩვენ ბუნებრივია აღნიშნულ კანდიდატებს მხარი არ დავუჭირეთ. რაც შეეხება კონკრეტულ მოსამართლეებს, რა თქმა უნდა ჩვენი გუნდი, რომელიც პარლამენტში ვართ წარმოდგენილი, სრულად ყველა მოსამართლის განხილვას ესწრებოდა და არც ერთ კითხვაზე, რომელიც ჩვენი მხრიდან დაისვა არ მიგვიღია სათანადო, გონივრული და ადეკვატური პასუხები”, – განაცხადა გიგი ხოჯევანიშვილმა.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრები „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ დაიწყოს იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც მათ მიერ პარლამენტშია წარდგენილი და რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებას ეხება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები