გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთთან, 1 დეკემბერს, გამთენიისას მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ნახირს დაეჯახა.
რადიო “მოზაიკას” ინფორმაციით, ავტომობილი პოლიციის პიკაპი იყო. თვითმხილველების თქმით, შემთხვევას 7 ძროხა ემსხვერპლა.
მომხდარზე რადიო “მოზაიკა” შსს-ს დაუკავშირდა. უწყების ცნობით, 1-ლ დეკემბერს აღნიშნულ ავტოსაგზაო შემთხვევაზე შეტყობინება არ შესულა.
დატოვეთ კომენტარი