გორში, მშვიდობის გამზირზე ქვეითს მანქანა დაეჯახა. თვითმხილველის ინფორმაციით, 60 წლამდე ქალი გზაზე გადადიოდა, როცა მას ე.წ მარშუტკა დაეჯახა.
“როგორც კი შეეჯახა, მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა და თავადვე გამოიძახა სასწრაფო, დაზარალებული გონზე იყო, წამოდგომას ცდილობდა, თუმცა ვერ შეძლო” , – ამბობს თვითმხილველი.
60 წლამდე ქალი კლინიკა “გორმედში” გადაიყვანეს, სადაც სასწრაფოდ ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
დატოვეთ კომენტარი