პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა პროექტს, რომელიც პატრონის მიერ ძაღლის ან კატის მიტოვებისთვის ჯარიმების დაწესებას ითვალისწინებს. ასეთ ქმედებაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემოღების ინიციატივა 87-ხმით, ერთხმად მიიღეს.
შიდა ქართლის შინაური ცხოველების ინტერმუნიციპალური თავშესაფრის ხელმძღვანელის თამარ აფციაურის თქმით, აღნიშნული კანონი დროულია, როგორც ის ამბობს შეამსუბუქებს არსებულ მდგომარეობას.
მივესალმები ამ კანონს. მე დიდიხნის წინ ვამბობდი, რომ საჭირო იყო მსგავსი ზომების მიღება. უნდა აღრიცხულიყო სოფლებში, ქალაქებში შინაური ცხოველების რაოდენობა. თუ პატრონი გამოაგდებდა ამაზე პასუხიც უნდა ეგო. კანონი ნამდვილად ნამდვილად შეამსუბუქებს მდგომარეობას – ამბობს თამარ აფციაური
ინფორმაციისთვის, გორის თავშესაფარი დღესდღეობით 100 – ზე მეტი ძაღლი და ერთი კატაა.