ადამიანები

მარიამ ისპირიანი – ახალგაზრდული მუშაკის ჯილდოს მფლობელი

მარიამ ისპირიანი ახალგაზრდული მუშაკის ჯილდოს მფლობელი იყო. გორში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალს ეს ჯილდო ახალგაზრდობის სააგენტომ გადასცა.

წელს პირველად, წლის ახალგაზრდული მუშაკები საქართველოს 10 რეგიონიდან და თბილისიდან გამოვლიდნენ. მათგან ერთ-ერთი მარიამი იყო.

ჯილდოს ფარგლებში, მარიამი 5-დღიანი სასწავლო ვიზიტით მიემაგზავრება ესტონეთში.

“განსაკუთრებულად ემოციური და ფასეულია ჩემთვის ეს ჯილდო. მიხარია და ძალიან, ძალიან მინდა, რომ კიდევ ბევრ ახალგაზრდას მივაწვდინო ხმა, საკუთარი თავის განვითარების, აღმოჩენისა და წარმატების მიღწევის სურვილით. გპირდებით, რომ კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება სამომავლოდ ჩემი საქმინობა”, – თქვა მარიამმა ჯილდოს მიღებისას.

მან ახალგაზრდული საქმიანობა 2015 წლიდან დაიწყო და ძირითადად, 14 – 29 წლის ხალგაზრდებთან მუშაობდა. ის მოხალისდეობრივი პროგრამის (EVS) ფარგლებში, პოლონეთში იმყოფებოდა, სადაც 7 – 14 წლამდე ასაკის ჯგუფთანაც მუშაობდა.~

“სკოლაში, დახმარებას ვუწევდი ინგლისური ენის მასწავლებლებს გაკვეთილისთვის კრეატიული თამაშების მომზადებაში.
მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენდა ასევე პოლონელი ახლაგაზრდებისთვის საქართველოსა და ქართული კულტურის გაცნობა. ამისთვის კი ვგეგმავდი სხვადასხვა ღონისძიებებს”, – იხსენებს მარიამი.

2017 წლიდან, როგორც მრავალფეროვნების სკოლის კურსდამთავრებული, მარიამი ამავე პროგრამის წარმომადგენელი გახდა შიდა ქართლის რეგიონში. ამავე წელს, მარიამმა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის „საქართველოს მოხალისე“ ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტში მოხალისეთა კლუბი შექმნა. წლის ბოლოს კი, ის შიდა ქართლის რეგიონის საუკეთესო მოხალისეთა კლუბის ლიდერად დასახელდა.

ახალგაზრდების ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებისა და ცოდნის გაღრმავების მიზნით, მარიამი ჩართული იყო დანაშაულის პრევენციის ცენტრისა“ და “ World Wision” საქართველოს წარმომადგენლობის ერთობლივ პროექტში.

“ამ პროგრამის ფარგლებში, ვახორციელებდი საგანმანათლებლო აქტივობებს ახალგაზრდებისთვის – ლექციებს, ტრენინგებს, გასვლით ღონისძიებებს, დისკუსია -დებატებებს. გარდა თეორიული სწავლებისა, პროგრამის მონაწილეების სურვილისამებრ ვაწყობდით სხვადასხვა აქტივობებს – ფილმის ჩვენებებს, დასუფთავების აქციებს, გამოფენებს თუ საქველმოქმედო აქციებს კლუბში სწავლება მიმდინარეობდა 4 ძირითადი მიმართულებით: აქტიური მოქალაქეობა, ლიდერობა, დასაქმებისთვის საჭირო უნარჩვევები და სოციალური მეწარმეობა.”

აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის წარმატებით ხელმძღვანელობისთვის, 2018 წელს მარიამი დააჯილდოვეს.

2021 წლის სექტემბრიდან, მარიამი ახალგაზრდობის სააგენტოში – ევროკავშირის პროექტის „Skills for Success/ უნარები წარმატებისთვის” ფარგლებში მობილური ახალგაზრდული მუშაკია.

“ჩემი საქმიანობა კვლავ უკავშირდება ახალგაზრდების გაძლიერებას, მათ მხარდაჭერას, და მათთვის სხვადასხვა კომპეტენციების განვითარებას.”

წელს კი, მარიამის და მისი კოლეგების შრომის დასაფასებლად, დაწესდა ჯილდო, რომლის მიზანია ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ პრაქტიკოსი ახალგაზრდული მუშაკების დაფასება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.