#ავიცრათერთმანეთისთვის – სტუდენტურ კამპანიას გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი უერთდება. კამპანიის ფარგლებში სტუდენტები ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრას მოაწყობენ.
” 1 დეკემბერს, 14:00 საათზე ვიკრიბებით გორში, თეატრის ბაღში. გვახსოვდეს, რომ ვაქცინაცია პანდემიის დასასრულის ერთადერთი გამოსავალია” , – ინფორმაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
კამპანია #ავიცრათერთმანეთისთვის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით 26 ნოემბრიდან დაიწყო.
დატოვეთ კომენტარი