თავისუფალი სტილის მოჭიდავე, გორელი გენო პეტრიაშვილი, ჭიდაობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, თავის წონაში (125 კგ) წლის საუკეთესო მოჭიდავედ დასახელდა. ორგანიზაცია მას 10 000 დოლარს გადასცემს.
გენო პეტრიაშვილმა წელს ევროპის ჩემპიონატი ბრინჯაოს, ოლიმპიური თამაშები და მსოფლიოს ჩემპიონატი კი ვერცხლის მედლებით დაასრულა.
ჭიდაობის მსოფლიო ორგანიზაციის წლევანდელ რეიტინგში, მან, ირანელი მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონი ზარე და თურქი ევროპის წლევანდელი ჩემპიონი აკგული ჩამოიტოვა.
დატოვეთ კომენტარი