გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისის ხელმძღვანელს მიჰაელა-ანა გერასიმს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს მისიის მანდატისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
გორის მერმა სადამკვირვებლო მისიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელსა და მის კოლეგებს მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის წინაშე გაწეული სამსახურისთვის.
დატოვეთ კომენტარი