გორის კალათბურთის გუნდმა “ივერიონმა” პირველ ამხანაგურ მატჩში გამართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სადაც თსუ 64:48 დაამარცხა.
მატჩი შეაფასა „ივერიონის“ მწვრთნელმა დიმა ჟაკობოვმა.
“პირველ ყოვლისა მადლობა მინდა გადავუხადო თსუ-ს კარგი თამაშისთვის და წარმატება მინდა ვუსურვო მათ სუპერლიგაში ასპარეზობისას. „ივერიონს“ და მის გულშემატკივრებს კი ვულოცავ მოგებას და დიდად მადლობელი ვარ ჩვენი კალათბურთელების მიერ გაწეული შრომისთვის და მაქსიმალური მონდომებისთვის. გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი ამ ეტაპზე იყო ის, რომ დაგვენახა გუნდის ძლიერი და სუსტი მხარეები, ვარჯიშზე ნამუშევარი გადაგვეტანა თამაშში, უკეთ შევთამაშებულიყავით და საკუთარი თავიც უკეთ წარმოგვეჩინა. ამ მოგების მიუხედვად, რა თქმა უნდა სამუშაო კვლავაც ძალიან ბევრია და ასეთი მატჩები აუცილებლად დაგვეხმარება მთავარი მიზნის მიღწევისათვის ბრძოლაში” – თქვა დიმა ჟაკობოვმა.
“ივერიონისთვის” მთავარი მიზანი ამ ეტაპზე „ა“ ლიგაში ადგილის დამკვიდრებაა. შეგახსნეებთ, რომ „ა“ ლიგის საკვალიფიკაციო მატჩები დეკემბერში ჩატარდება.
28 ნოემბერს გორული კლუბი ერევანში გაემგზავრება საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად.