გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გორში ერთ-ერთმა მაღაზიამ საქველმოქმედო აქცია დაიწყო.
“გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია, თქვენს გარშემო მცხოვრები ოჯახების შესახებ,რომელთაც ესაჭიროებათ სეზონური ტანსაცმელი”, – ეს მიმართვა მაღაზიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
აღნიშნულ პოსტს მალევე მოჰყვა გამოხმაურება და სხვა მაღაზიებმაც გამოთქვეს სურვილი აქციაში მონაწილეობის მიღება.
“ყველაზე ბედნიერები ვართ, სატელეფონო ზარები არ წყდება. რეკავენ, მეზობლები, მეგობრები , გვაწვდიან ინფორმაციას. ჩვენს ინიციატივას კიდევ შემოუერთდა ბავშთა სამყარო,,ზღაპარიკო ზღაპარიკო”, მეგი ვათიაშვილი, ქალბატონი თამარი და მაღაზია “ევრო ზმანი”.
დატოვეთ კომენტარი