გორისა და ატენის მიტროპოლიტ მეუფე ანდრიას კორონავირუსი დაუდასტურდა.
ეპარქიის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომაროება სტაბილურია.
“თავს ნორმალურად გრძნობს, სტაბილურადაა. ამჟამად იზოლაციაშია და მკურნალობას ეპარქიის რეზიდენციაში გადის”, – განაცხადეს ეპარქიაში.
ინფორმაციისთვის, რამდენიმე დღის წინ კორონავირუსით გარდაიცვალა ატენის დედათა მონასტრის მორჩილი დომნა მაისურაძე, 21 ნოემბერს კი ატენის დედათ მონასტრის მონაზონი დედა თემესტია.
დატოვეთ კომენტარი