გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
სამუშაოებისთვის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც 8100 ლარი გაითვალისწინა.
შენობაში დაგეგმილია არსებული მოზაიკის ფილების დემონტაჟი, კერამიკული ფილების მოწყობა, ელექრო სადენების მოწყობა, კედლების, ჭერის და გვერდულების დამუშავება-შეღებვა მაღალი ხარისხის წყალემულსიის ხსნარით.
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დღეში უნდა დაასრულოს.
ინფორმაციისთვის, 2021 წლის 1 ნოემბრიდან გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში covid-19-ზე ტესტი აღარ ტარდება. მუნიციპალურ ორგანიზაციაში კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა, თუმცა მისი პარალიზება არ მომხდარა და თანამშრომელთა ნაწილი კვლავ დატვირთული გრაფიკით აგრძელებს საქმიანობას.