თბილისში, ოლიმპიური მზადების ცენტრში, ჩატარდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ზარიბეგ ბერიაშვილის ხსოვნის მემორიალური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც გორელმა სპორტსმენებმა 11 მედლის მოპოვება შეძლეს.
შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქების გუნდები მონაწილეობდნენ.
გორის ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის გუნდმა ტურნირზე 4 პირველი, 5 მეორე და 2 მესამე ადგილის დაკავება შეძლო.
შეჯიბრების გამარჯვებულები გახდნენ:
ნიკოლოზ ბოჭორიშვილი (45 კგ), ლაშა გოგაძე (51), გოგა ოთინაშვილი (65) და ნიკოლოზ მაისურაძე (71)
მეორე ადგილები დაიკავეს:
გიორი მაისურაძემ (45), გიორგი რომელაშვილმა (48), ზურა კეკელაშვილმა (51), ზურა აბალაკმა (55), და დაჩი პაპინაშვილმა (80)
მესამე ადგილებზე გავიდნენ:
საბა ღამბაშიძე (55) და დავით ჭეჭელაშვილი (65)
ტურნირის ორგანიზატორებისაგან სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა 71 კგ-ის გამარჯვებული – ნიკოლოზ მაისურაძე