ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციის და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. ქართული დელეგაციის ინიფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხება ყველა იმ ინციდენტს, რასაც საოკუპაციო ხაზთან ადგილი ჰქონდა ბოლო ორი თვის განმავლობაში.
“საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები და დეფაქტო რეჟიმის მხრიდან უკანონო ქმედებები იქნება გაპროტესტებული ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. შეხვედრაზე ქართული მხარე კიდევ ერთხელ მოითხოვს ახალგორის გამშვები პუნქტის გახსნას. ვისაუბრებთ სხვა ჰუმანიტარული შინაარსის საკითხებსა და წინა შეხვედრიდან დღემდე მომხდარ ინციდენტებზე”, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
დატოვეთ კომენტარი