გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი და პარტიის "საქართველოსთვის" წევრი, გიორგი ხოჯევანიშვილი პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და მმართველი პარტიას პოლიტიკური კრიზისის პროვოცირების ნაცვლად, არსებული მდგომარეობის გამოსწორებისკენ მოუწოდა. მისი შეფასებით "ქართული ოცნება" ოპონენტების დევნით არის დაკავებული, რითაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.
დატოვეთ კომენტარი