გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები თითქმის ყოველდღიურად ფიქსირდება. გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის, ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, ამ დროისთვის დისტანციური სწავლების რეჟიმზე 10 სკოლა იმყოფება.
“ძირითადად ოჯახური შემთხვევებია, საერთო ჯამში ინფიცირებულია 62 პედაგოგი და 206 მოსწავლე”, –ამბობს ნანა ტერმაკოზაშვილი.
კორონავირუსის გამო, გორში სწავლების დისტანციურ რეჟიმზე კიდევ 2 სკოლა გადავიდა
საჯარო სკოლების პედაგოგებს კორონავირუსზე ტესტირება ორ კვირაში ერთხელ უტარდებათ. რაც შეეხება აცრილი მასწვალებლების რაოდენობას, რესურსცენტრის დირექტორის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში პედაგოგთა 70%-მდეა აცრილი.
პედაგოგების ვაქცინაციის პროცესი მკვეთრად შენელებულია – ტერმაკოზაშვილი
ტერმაკოზაშვილი რადიო “მოზაიკასთან” საუბარში აღნიშნავდა, რომ საერთო სტატისტიკის ფონზე, აცრილი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, სკოლებში ბევრად დამაიმედებელი სიტუაციაა, თუმცა აცრის ტემპი მკვეთრად შენელებულია.