ახალი ამბები

ისწავლიან და მიდიან, საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების გაზრდა აუცილებელია – რაზმაძე

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე მიზანშეწონილად მიიჩნევს, 2022 წლის იანვრიდან საჯარო მოხელეებისთვის ხელფასები გაიზარდოს. დავით რაზმაძის განცხადებით, საჯარო სექტორში ანაზღაურება კერძო სექტორის ანალოგიურ მიმართულებასთან შედარებით დაბალია და კვალიფიციური კადრების შენარჩუნებისთვის მათი ხელფასით დაინტერესება მნიშვნელოვანია.

“საჯარო მოხელეს უნდა გაეზარდოს ხელფასი, რადგან ადგილზე გაჩერება უკვე ჭირს კადრების. აქ ისწავლიან მიიღებენ გამოცდილებას და მიდიან კერძო სექტორში, რადგან იქ ანაზღაურება ბევრად მეტია. მაგალითად იურიდიული განყოფილებიდან წავიდა სამსახურიდან და ახლა სერიოზული ანაზღაურებით მუშაობს კერძო კომპანიაში. იგივე მოხდა ინფრასტრუქტურის სამსახურშიც. საკმაოდ გამოცდილი კადრი გადავიდა სხვა სამსახურში. სწორედ ეს ორი დარგი გვიჭირს ყველააზე მეტად”, – ამბობს დავით რაზმაძე.

ინფორმაციისთვის, ხელფასების გაზრდა არჩევნებამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააანონსა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2022 წლის იანვრიდან საჯარო მოხელეები გაზრდილ ანაზრაურებას მიიღებენ.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.