"სამწუხარო და სამარცხვინოა ის, რასაც "ქართული ოცნება" ახორციელებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიმართ. ეს არის პუტინის დაკვეთების შესრულება. მე-10 წელი დაიწყო, რაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია და სამწუხაროდ, გორის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი მოწინავეა რუსული ბიუჯეტის შევსებით, დაფინანსებით. მე არ შემიძლია საკრებულოს სხდომაზე ვიჯდე მაშინ, როდესაც ჩვენი პრეზიდენტი შიმშილობს და "ქართული ოცნება" ასრულებს პუტინის დავალებებს" , - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბექა ქორჩილავამ საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
დატოვეთ კომენტარი