საკალათბურთო კლუბს ,,ივერიონი – გორი”, კიდევ ორი ამერიკელი ლეგიონერი შეემატა, – ამის შესახებ ინფორმაცია გორის კალათბურთის კლუბმა გაავრცელა.
ლეგიონერი 24 წლის დუან კლარკი სიმაღლით 203 სანტიმეტრია. მისი სათამაშო პოზიციაა ცენტრი.
ასევე 24 წლისაა ფლორიდის შტატიდან ევენ ჰინსონი. მისი სიმაღლე 193 სანტიმეტრია, მისი სათამაშო პოზციაა ფორვარდი.
საკალათბურთო კლუბის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, გუნდმა კენდარიუს სმიტი და ხავიერ ნიუსონი ჩამოიყვანა შეერთებული შტატებიდან და ამჟამად ,,ივერიონში” ქართველ კალათბურთელებთან ერთად 4 ამერიკელი ლეგიონერი ვარჯიშობს.
დატოვეთ კომენტარი