გორის მე – 8 საჯარო სკოლა სწავლის სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. მიზეზი, კორონავირუსის შემთხვევების საგრძნობლად მატებაა.
სკოლის ადმინისტრაციია საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
“ჩვენო საყვარელი ბავშვებო, ძვირფასო მშობლებო, მასწავლებლებო, კორონავირუსის გამო გვიწევს ჩვენი სკოლის ყველა კლასი გადავიდეს სრულიად დისტანციურ სასწავლო პროცესზე. გვინდა მოვუწოდოთ საზოგადოებას, თუ გვინდა ჩვენმა შვილებმა ისწავლონ სკოლაში, გაიკეთეთ ვაქცინაცია, ვაქცინა გვიცავს, დაიცავით ყველა რეგულაცია”, – წერს სკოლის ადმინისტრაცია
გორის მე – 8 საჯარო კოლაში დოსტანციური სწავლება 22 ნოემბრამდე გაგრძელდება.
დატოვეთ კომენტარი