გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განყოფილებას 41 საგანმანათლებლო და შემოქმედებითი წრე აქვს. აქედან 17 ქალაქის, 24 კი – სოფლებში მცხოვრები მოსწავლეებისთვისაა.
აღნიშნული წრეების ჩამონათვალში ცეკვისა და სიმღერის წრეების გარდა, შევხდებით დოლის, გიტარის, ხატვის, ქსოვის, ჭრა-კერვის, ხელგარჯილობის, თექის და მრავალ სხვა წრეს.
აღსანიშნავია, რომ წრეებს შორის არის საგანმანათლებლო წრეებიც, მაგ: სოფელ მეჯვრისხევში ფუნქციონირებს მათემატიკის წრე, ხოლო სოფელ ქიწნისში ბუნება – ბიოლოგიის წრე.
გორის მერიის კულტურის განყოფილების ინფორმაციით, ამჟამად ყველა წრეზე (ქალაქი და სოფელი) დაახლოებით 687 მოსწავლე სწავლობს.
დატოვეთ კომენტარი