ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩს უზბეკეთთან გორში გამართავს 

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2021 წლის ბოლო შეხვედრას 15 ნოემბერს გამართავს.

საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში საქართველოს მეტოქე უზბეკეთის ეროვნული ნაკრები იქნება.

შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება და მას გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ბოლოს 2017 წლის 10 ნოემბერს კვიპროსის წინააღმდეგ ითამაშა. საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით ანგარიშით – 1:0 დასრულდა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები