ახალი ამბები

გორის მერიამ 1 წელში დაკრძალვისთვის 140 ადგილი გასცა

სასაფლაოების მოწყობისა და მართვის განყოფილების ანგარიშის მიხედვით, გორის მერიამ 1 წელში დაკრძალვისთვის  140 ადგილი გასცა.

დოკუმენტის მიხედვით, გასული წლის ნოემბრიდან დღემდე, მერიამ 1 უპატრონო მიცვალებული დაკრძალა.

“2020 წლის ნოემბრიდან განვლილ პერიოდში სულ დაიკრძალა 380 გარდაცვლილი.
საფლავისთვის გაიცა 140 ახალი ადგილი, არსებულში დაიკრძალა 191. თვითმომსახურებით დაიკრძალა- 48 გარდაცვლილი, დაიკრძალა 1 უპატრონო მიცვალებული. 11 საფლავთან გაიცა – 95მ2 დამატებითი ადგილი სარგებლობისთვის”,
– წერია განკარგულებაში


სასაფლაოების მოწყობისა და მართვის განყოფილების მიერ სისტემატურად ხდება სასაფლაოს ტერიტორიის დასუფთავება და ადმინისტრაციის შენობასთან არსებული ავზების წყლით შევსება, რათა მოსახლეობამ ისარგებლოს ნარგავების მოსარწყავად

დატოვეთ კომენტარი