ახალი ამბები

გორის “გორმა” თბილისის “საბურთალო” დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა 

გორის საფეხბურთო გუნდმა “გორი” თბილისში გამართულ შეხვედრაში “საბურთალო” 2:3 დაამარცხა. 

შეხვედრა დაძაბული აღმოჩნდა, რადგან დასაწყისშივე გუნდებმა ერთმანეთის უპირატესობა დაამტკიცეს, თუმცა მატჩის ბოლო წუთებზე გადამწყვეტი გოლი ისმაილ ანკობომ გაიტანა და შეხვედრა გორის სასარგებლოდ დასრულდა. 

“მატჩის სტარტზევე ნოდარ ბარამიძემ ანგარიში გახსნა და გორელები წინ გაიყვანა, თუმცა მასპინძელი გუნდი ამით არ გატყდა და მალევე ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ტაიმის დასრულებამდე 7 წუთით ადრე “ქამბექიც” შემოგვთავაზეს. მე-2 ტაიმში დავით შუბითიძემ მცირედი ცვლილებები შეიტანა გუნდის სათამაშო სქემაში, რამაც შედეგი გამოიღო და “ქამბექითვე “უპასუხა.  ყველაფერი 68- წუთზე ოთარ ანანიაშვილის გატანილი გოლით დაიწყო და თითქოს, ეს გოლი ამ მატჩში უკანასკნელიც უნდა ყოფილიყო და გუნდებს ქულები გაეყოთ, მაგრამ მატჩის ბოლო წამებზე საქმეში ისმაილ ანკობო ჩაერთო და და დრამატული მატჩი კიდევ უფრო დრამატულად აქცია 94-ე წუთზე გატანილი გოლით”, – ნათქვამია გორის საფეხბურთო კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.