გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში 27 ოქტომბერს 103 შვებულება დაიწერა. რადიო “მოზაიკას” ინფორმაციით, უმრავლესობა “ქართული ოცნების” აქციაზე გაემგზავრა. მერიის ინფორმაციით, შვებულება ამ დღისთვის საკრებულოში 13-მა, გორის მერიაში კი 90-მა წარმომადგენელმა დაწერა.
- პოლიტიკური თანამდებობის პირი – 2
- სამსახურის ხელმძღვანელი – 6
- სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე – 4
- განყოფილების ხელმძღვანელი -10
- სპეციალისტი – 64
- ხელშეკრულებით აყვანილი პირი – 4
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კი 2021 წლის 27 ოქტომბერს შვებულებით ისარგებლა: პირველადი სტრიქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა, პირველი რანგის პროფესიულმა საჯარო მოხელემ, აპარატის უფროსმა, ასევე საკრებულოს მეორე კატეგორიის 10-მა უფროსმა სპეციალისტმა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულმა 2-მა პირმა.
დატოვეთ კომენტარი