სტატიები

გორის ყოფილი მერის ოჯახს არჩევნებამდე მიწის ფართობი აჩუქეს

გორის ყოფილი მერის ოჯახს არჩევნებამდე 3 დღით ადრე სოფელ ახალუბანში მიწის ნაკვეთი აჩუქეს. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში 1665 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 3034 კვ.მ-ის სახლი დამხმაე ნაგებობით კონსტანტინე თავზარაშვილის მეუღლის სახელზეა გადაცემული. ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ არის თუ ვისგანაა ეს საჩუქარი. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ყოფილი მერის მიერ, გასულ წელს გამოქვეყნებულ დეკლარაციაში აღნიშნული ქონება არ ფიგურირებს.

ინფორმაციისთვის, კონსტანტინე თავზარაშილს გორის მერს უფლებამოსილების ვადა ოფიციალურად 28 ოქტომბერს შეუწყდა. დეკლარაციის მიხედვით, 2020 წელს, ხელფასის სახით მან 30 720 ლარი მიიღო.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.