გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრში 5 ნოემბერს დაგეგმილი სპექტაკლი “ვაჟიშვილი” აღარ გაიმართება.
თეატრის ადმინისტრაციის ცნობით, ერთ-ერთ მსახიობს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც განრიგიდან მოიხსნა 31 ოქტომბერს და 5 ნოემბერს ჩანიშნული სპექტაკლები.
“ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ სალაროში ან გადაცვალოთ სხვა სპექტაკლის ბილეთში! თეატრი აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას”, – ნათქვამია თეატრის მიერ გავრცებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, თეატრმა 117-ე სეზონი 29 ოქტომბერს სპექტაკლით “შეცვალე” გახსნა.
დატოვეთ კომენტარი