მიმდინარე წელს გორიდან და მუნიციპალიტეტის სოფლებიდან კეთილმოწყობის სააგენტომ დაახლოებით 36 000 ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენი და დაგვილი მასა გაიტანა. ინფორმაციას სააგენტოს ერთწლიან ანგარიშში ვეცნობით.
დოკუმენტის მიხედვით, დასუფთავების განყოფილება ქალაქს და მუნიციპალიტეტის 77 სოფელს ემსახურება.
დღეის მდგომარეობით ქალაქის ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ განთავსებულია 550 ცალი ნაგავშემკრები ურნა. დასუფთავებას ემსახურება 8 ერთეული თვითმცლელი სატვირთო ავტომობილი და 4 ერთეული ნარჩენების ურნების დამცლელი სპეციალიზებული ავტომობილი. რაც შეეხება სოფელებს, 77 სოფელში 1350 ურნაა განთავსებული.
ამავე ანგარიშის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში 20 ლოკაციაზე გაუქმდა სტიქიური ნაგავსაყრელი.
დატოვეთ კომენტარი