ახალი ამბები

თავი არ დამიზოგავს, ყველაფერს ვაკეთედი თქვენი საჭიროებები რომ დამეკმაყოფილებინა – თავზარაშვილი

გორის ყოფილი მერი კონსტანტინე თავზარაშვილს მოქალაქეებს მიმართავს და 4 წლის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას აჯამებს. ის მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს და ორგანიზაციას, ვინც გორში, მისი მერობის პერიოდში სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში იყო ჩართული. კონსტანტინე თავზარაშვილის განმარტებით, დაბრკოლებებისა და პანდემიის მიუხედავად, აღმასრულებელმა ორგანომ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება შეძლო.



“4 წლის განმავლობაში იყო წარმატებები, დაბრკოლებები, გამოწვევები … მიუხედავად ბარიერებისა, თავი არ დამიზოგავს, ყველაფერს ვაკეთედი იმისთვის, რომ თქვენი საჭიროებები დამეკმაყოფილებინა. სამწუხაროდ, იყო ფორსმაჟორული სიტუაციები, რომელმაც შეაფერხა ან შეუძლებელი გახადა რამდენიმე ჩანაფიქრის განხორციელება. ჩემი მერობის განმავლობაში, მთავარი გამოწვევა კოვიდ-19 -თან ბრძოლა აღმოჩნდა. თითქმის 2 წელია მსოფლიო უხილავ მტერს ებრძვის. ვირუსმა, ჩვენდა საუბედუროდ, მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მიუხედავად პანდემიისა, ამ წლების განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტში ასეულობით პროექტი დაიგეგმა და განხორციელდა”,
– წერს კონსტანტინე თავზარაშვილი.


დატოვეთ კომენტარი
ტეგები