გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის ბაზაზე დაკომპლექტებული ძიუდოს კლუბი ,,VIP JUDO”, ავთანდილ ჭირიკიშვილის სახელობის ჭაბუკთა საკლუბო ჩემპიონატის ,,ოქროს ლიგის” ფინალურ ეტაპზე გავიდა.
შეჯიბრებაში, თავდაპირველად 50-ზე მეტი გუნდი იყო ჩაბმული, ფინალურ ეტაპის საგზურის მიღება კი მხოლოდ 8 გუნდს შეეძლო.
VIP JUDO -მ ფინალურ ეტაპზე გასასვლელად 3 გუნდი დაამარცხა – ,,იმერეთი 2″, ,,ფალავანი 8″, ,,ლიდერი”.
ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის საკლუბო ჩემპიონატზე სოლიდური საპრიზო ფონდი 210 ათასი ლარია დაწესებული. ფინალური ბლოკი 13 ნოემბერს თბილისში გაიმართება.
დატოვეთ კომენტარი