ახალი ამბები

გორის მე – 7 სკოლისთვის ზაზა ბირთველიშვილის სახელის მინიჭება სურთ

გორის მე – 7 სკოლისთვის ზაზა ბირთველიშვილის სახელის მინიჭებას სურთ. შესაბამისი თხოვნით სკოლის ადმინისტრაციამ გორის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა.

აღნიშნულ საკითხს დეპუტატები შესაბამის კომისიაზე იმსჯელებენ, თანხმობის შემთხვევაში მორიგ საკრებულოს სხდომაზე გაიტანენ.

ინფორმაციისთვის, კაპრალი ზაზა ბირთველიშვილი აგვისტოს ომის მონაწილეა, მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება აქვს მინიჭებული, ის ამ დრომდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.