დღეს, 28 ოქტომბერს გორის “გორი” დავით ყიფიანის სახელობის თასზე 1/4- ფინალურ შეხვედრას “სამგურალთან” გამართავს.
“ჩვენი კლუბი ისტორიული მატჩის მოლოდინშია და გამარჯვების შემთხვევაში კიდევ ერთ ისტორიულ ფურცელს გადაშლის”, – ნათქვამია საფეხბურთო კლუბის მიერ გავრცლებულ განცხადებაში.
მატჩი “ქართლის” სტადიონზე 13:30 დაიწყება, სადაც გულშემატკივართა 30% -ის დასწრება იქნება შესაძლებელი. დასწლრების მსურველებს უნდა ჰქონდეთ სწრაფი ტესტის დამადასტურებელი საბუთი.
დატოვეთ კომენტარი