ახალი ამბები

გორის ავტოსადგურში “მარშუტკები” აღარ დარჩა – მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემა შეექმნათ

“ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილ აქციაზე ათობით სამარშრუტო ტაქსი გაემართა გორიდან თბილისისკენ. ამის გამო, ავტოსადგურში დღის ბოლოს მოქალაქეებს გორიდან სოფლებში დაბრუნება გაუჭირდათ.

“ოთხი სოფლის ხალხი ერთ მარშუტკაში ჩაგვტენეს, ძლივს მივაღწიეთ სახლამდე, მარშუტკები აღარ იყო ფიზიკურად ავტოსადგურში, ყველა თბილისში გაგზავნეს “ოცნების” აქციაზე” , – ამბობს ერთ-ერთი მგზავრი.

მმართველი პარტიის მიერ დაგეგმილ აქციაზე მოქალაქეებთან ერთად წავიდნენ საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები, მათ შორის მერიის და სხვადასხვა ა(ა)იპ-ების თანამშრომლები.

ე.წ მარშუტკების და ავტობუსების მობილიზება დილიდან კომბინატის დასახლებაში, მშვიდობის გამზირზე მოხდა. ჯამში თბილისში გორიდან აქციაზე 30-მდე მარშუტკა და 10-მდე ავტობუსი გაემგზავრა. 

დატოვეთ კომენტარი