ახალი ამბები

გორის ა(ა)იპ-ში მისულ ენმ-ის წევრს ადგილზე მხოლოდ დარაჯი დახვდა

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს დაქვემდებარებულ გორის კულტურის ცენტრში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს კახა ლობჟანიძეს ადგილზე მხოლოდ დარაჯი დახვდა.

შესაბამის ვიდეომასალას პარტია აქვეყნებს და განმარტავენ, რომ სამუშაო საათებში აღნიშნულ შენობაში პასუხისმგებელი პირები არ იმყოფებოდნენ.

“დღეს გორში საჯარო დაწესებულებები პარალიზებულია.ჩვენივე ფულით დაფინანსებული სამსახურების თანამშრომლები პარტიულ თავყრილობაზე წავიდნენ,იმის ნაცვლად,რომ საქმე აკეთონ და ორგანიზაციაში პასუხის გამცემი ვინმე დატოვონ” , – აცხადებს ენმ-ის წევრი და კომბინატი-სადგურის დასახლების მაჟორიტარი კახა ლობჟანიძე.

​როგორც ცნობილია, “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილ აქციაზე გორელი საჯარო მოხელეებიც გაემგზავრნენ, რომელთა შორის იყვნენ, როგორც მერიის თანამშრომლები, ასევე სხვადასხვა ა(ა)იპ-ების თანამშრომლებიც.

დატოვეთ კომენტარი