გორელი ფეხბურთელის გოლმა საქართველოს ნაკრებს მალტასთან გამარჯვება მოუტანა.
საქართველოს 19 წლამდე გოგონათა ნაკრებმა, გორელი ფეხბურთელის ეთერ სულაშვილის ერთადერთი გოლით, მალტის ნაკრები დაამარცხა.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, რომელშიც საქართველოს ნაკრები B ლიგაშია, ქვეჯგუფში საქართველოსთან ერთად რუმინეთი, ისრაელი და მალტა თამაშობდნენ. მატჩები მალტაში გაიმართა.
აქამდე, ქართველი გოგონები ისრაელს დაუზავდნენ 1:1 და იქაც ერთადერთი გოლი საქართველოს ნაკრებიდან ეთერ სულაშვილმა გაიტანა.
დატოვეთ კომენტარი