იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ (JICA), სოფლის განვითარების სააგენტოს, თაფლის გადამმუშავებელი საწარმოს აღჭურვისათვის, 87 250 აშშ დოლარის ღირებულების თაფლის კვლევების პორტატული ანალიზატორის სრული კომპლექტი საჩუქრად გადასცა. მხარდაჭერა პროექტის “ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოდელის შექმნა საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა. ეს დახმარება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში მდებარე თაფლის გადამამუშავებელ კოოპერაციულ საწარმოს პროცესის სრულყოფილად წარმართვის ხელშეწყობისთვის აღმოუჩინეს.
“გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში თაფლის გადამმუშავებელი საწარმო „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში აშენდა. საწარმო აღიჭურვილია თაფლის წარმოების სრული ციკლისათვის საჭირო თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი დანადგარებით, სადაც შესაძლებელია დღეში არანაკლებ ორი ტონა თაფლის გადამუშავება და ერთგვაროვანი თაფლის მიღება. თაფლის გადამმუშავებელი საწარმოო ინფრასტრუქტურა კონკურსის შესით შერჩეულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს საკუთრებაში 30% თანადაფინანსებით გადაეცემა”, – აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.
ინფორმაციისთვის, საწარმოს მშენებლობა 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყო. შენობა ბერბუკი-მეჯვრისხევის გზის გაწვრივ მდებარეობს. საწარმო გათვლილია არა მარტო თაფლის გადასამუშავებლად, არამედ პროდუქციის შესაფუთადაც.