პარტიის “საქართველოსთვის” წარმომადგენლის, განცხადებას სოციალური პაკეტის კოპირებასთან დაკავშირებით, გორის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, დავით ჩიხრაძე გამოეხმაურა. მისი განმარტებით, მამუკა ფანიაშვილის განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან მისი თქმით, სოციალურ პაკეტში ბოლო 4 წელში არაერთი ცვლილება შევიდა.
“გაიზარდა სოციალური ქულების ოდენობა 0 – დან 150 000 – მდე. (იყო 0 – დან 70 000 – მდე). მედიკამენტების დაფინანსებაში დაავადებულ ბენეფიციართა დახმარების კატეგორიებს დაემატა:
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადება.
- თვალის ქრონიკული დაავადება(გლაუკომა)
- აუტიზმით დაავადებული ბავშვების დახმარება 1000 ლარიდან გაიზარდა და გახდა 2000 ლარი.
- დიალიზზე მყოფ ადამიანებს პანდემიიდან გამომდინარე, ჩაკეტვების პერიოდში, დაუფინანსდათ ტრანსპორტირების ხარჯები – 150 – 300 ლარი.
- სოციალურად დაუცველი სტუდენტებისა და სპორტსმენების დაფინანსება ხდება 120 000 ქულამდე, იყო 65 000 ქულა.
- მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურებას დაემატა 2 პუნქტი, რომლის მიხედვითაც მიცვალებულთა დაფინანსების ხარჯებს ირებენ მერიის მიერ დროებითი საცხოვრისით ან ქირით დაკმაყოფილებული ადამიანები.
- ხანძრების შედეგად დაზარალებულ ო~ახების დახმარებას დაემატა ბუნებრივი მოვლენებით საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის ოჯახებისადმი დახმარება.
- ვეტერანთა დახმარებას დაემატა 1 პუნქტი – ვეტერანის დღეს 600 ლარის მაგივრად ირებენ 800 ლარს.
- მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას დაემატა 1 პუნქტი, რომლის მიხედვითაც მე – 3 შვილის შძენაზე 0 – 150 000 ქულის მქონე ადამიანები იღებენ 200 ლარს.
- მარტოხელა მშობლის დახმარება – სოციალური ქულები გაიზარდა 150 000 – მდე.
- ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ოდენობა გაიზარდა 200 – დან 300 ლარამდე.
- უსახლკარო ადამინების ქირით უზრუნველყოფის ყოველთვიური დახმარება 80 ლარის ნაცვლად გახდა 100 ლარი.
- მხედველობის მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ. პირთა დახმარებას დაემატა სმენადაქვეითებული ადამიანების დახმარება.
- სოციალურ პაკეტს დაემატა ახალი მუხლი – სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან განთავისუფლებული ყოფილი მსჯავრდებულის დახმარება. (კომუნალურ გადასახადზე)”, – განმარტავენ მერიაში.
ინფორმაციისთვის, პარტიის “საქართველოსთვის” წარმომადგენელმა მამუკა ფანიაშვილმა დღეს განაცხადა, რომ საკრებულოში სოციალური მიმართულებით გუნთან ერთად აქტიურ მუშაობას აპირებს, რადგან მისი თქმით, წლიდან წლამდე ბოლო პერიოდში სოციალლური პაკეტის კოპირება ხდებოდა.