გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო თანამშრომლებს სამუშაო ტანსაცმელს შეუძენს.
სააგენტომ დათბილული ქურთუკის, შარვლის, საწვიმარი ლაბადისა და ფეხსაცმელების შესაძენად ტენდერები გამოაცხადა.
სატენდერო კომისიამ კომპანია შპს დებსთაილი შეარჩია, რომელიც სამუშაო ტანსაცმლის მიწოდებისთვის 29 473 ლარს მიიღებს, რაც შეეხება ფეხსაცმელების შესყიდვას, ამ მომსახურებას სააგენტოს კომპანია “Made To Make” 9 685 ლარად გაუწევს.
საერთო ჯამში, კეთილმოწყობის სააგენტო თანამშრომლების სამუშაო ტანსაცმლის შესაძენად 39 158 ლარს დახარჯავს.
დატოვეთ კომენტარი