გორის N11 საჯარო სკოლა ავარიულია, რის გამოც მოსწავლეთა ნაწილი N6 სკოლაში აგრძელებს სწავლას.
როგორც ცნობილია, სკოლის შენობა სწავლის დაწყებამდე შემოწმდა, რის შემდეგაც სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის კლასები, რომელთაც მე-2 სართულზე ჰქონდათ გაკვეთილები დროებით მე-6 სკოლაში გადაეყვანათ.
“სამხარაულის ბიუროს დასკვნაც გვაქვს და ინფრასტრუქტურის სააგენტოს ექსპერტებმაც ნახეს სწავლის დაწყების წინ კიდევ ერთხელ.მე-6 სკოლაში გავიყვანეთ მე-11 სკოლის საბაზო და საშუალო საფეხური. მეორე სართული დავცალეთ” , – განმარტავს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი.
დატოვეთ კომენტარი