ბოლო 2 თვეში პენსიონერების რიცხვი გორში 110-ით გაიზარდა. 2021 წლის ივლისში მათი რაოდენობა 23 859-ს შეადგენდა, აქედან 9 334 ქალაქშია რეგისტრირებული, 14 525 კი სოფლად. ბოლო მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტში 23 969 პენსიონერი ცხოვრობს. აქედან 9 353 ქალაქში, 14 616 სოფლად.
პენსიონერთა რაოდენობა საარჩევნოდ გორში გასულ წელსაც გაიზარდა. კონკრეტულად კი 2020 წლის ივლისიდან ოქტომბრამდე მათი რაოდენობა (23 341-დან 23 545-მდე გაიზარდა) 204 -ით მეტი იყო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გორში 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ამჟამად, 424 პენსიონერით მეტი ცხოვრობს.
დატოვეთ კომენტარი