გორში ეროვნული ლიგის მატჩებზე, გულშემატკივართა 33% დაიშვება.
მატჩზე დასწრება კოვიდრეგულაციების დაცვით მოხდება.
“საბჭოს გადაწყვეტილებით აუცილებელი მოთხოვნებია, ვაქცინის სრული დოზა ან უახლოესი 6 თვის განმავლობაში კოვიდის გადატანის დამადსტურებელი საბუთი. 72 საათით ადრე პისიარ ტესტი ან ანტიგენ ტესტი. ოთხიდან მინიმუმ ერთი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში გულშემატკივარი შეძლებს მატჩზე დასწრებას”, – ინფორმაციას გორის “დილას” ადმინისტრაცია ავრცელებს.
გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს მიერ იქნა მიღებული.
დატოვეთ კომენტარი