გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში მუსიკალურ-საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ღონისძიება 22 ოქტომბერს 18:00 საათზე გაიმართება.
პროექტს საქართველოს 6 ქალაქში კომპანია TG Sound & Graphics ახორციელებს.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ზაზა მარჯანიშვილი, მაია ბარათაშვილი, ჯგუფი “ნალი”, ჯგუფი “უინდშილდი”, ჯორჯ მელი, გიორგი სამსონაძე, გიორგი რაქვიაშვილი.
პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.
დატოვეთ კომენტარი