ახალი ამბები

გორის მომავალ საკრებულოში 36 წევრიდან 12 ოპოზიციური პარტიიდან იქნება

გორის N32 საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის საბოლოო შედეგების მიხედვით, საკრებულოს 36 წევრიდან 12 ოპოზიციური პარტიიდან იქნება.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, საბოლოო შემაჯამებელი ოქმი 16 ოქტომბერს გამოიცა, ხოლო მისი გასაჩივრების ვადა 18 ოქტომბერს იწურება.

“ოქმის გასაჩივრება 18 ოქტომბერს დღის ბოლომდეა შესაძლებელი. ჯერჯერობით საჩივარი არ შემოსულა. არჩეულ მერს უფლებამოსილების შესრულების დაწყება ოქმის გამოცემიდან 11 დღის შემდეგ შეუძლია. რაც შეეხება, საკრებულოს, კანონმდებლობის მიხედვით, ახლადარჩეული საკრებულო მერის უფლებამოსილების დაწყებიდან 30 დღის ვადაში უნდა შეიკრიბოს” , – განმარტავს მალხაზ მირუაშვილი.

მისივე თქმით, ახალ საკრებულოში 36 წევრიდან 24 “ქართული ოცნების” იქნება, 9 “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და 3 პარტიის “გახარია საქართველოსთვის”.

დატოვეთ კომენტარი