ძიუდოს კლუბ ,,გოლდენ გორის” წევრმა ლუკა მაისურაძემ პარიზის გრანდ სლემი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
“ლუკამ, 90 კგ-ში იასპარეზა და შეჯიბრების პირველი ეტაპი გამოტოვა. მომდევნო ეტაპზე დავიდ ოგანესიანი ჩამოიცილა გზიდან, მაგრამ მეოთხედფინალში წააგო იაპონელ კენტა ნაგასავასთან, რის გამოც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი დარჩა. ნაგასავა საბოლოოდ გრანდ სლემის ჩემპიონი გახდა, მაისურაძემ კი ბრინჯაოს შანსი ხელიდან აღარ გაუშვა და ჯერ ავსტრიის ნაკრების წევრ ბორჩაშვილს სძლია ვაზარით, შემდეგ კი ფრანგი ალექსის მატიუ დააიპონა და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე დადგა” , – ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო ავრცელებს.
დატოვეთ კომენტარი