ახალი ამბები

შავშვებთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულის მდგომარეობა გაუმჯობესდა

9 ოქტომბერს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული გიორგი ცერაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დადებითი დინამიკა შეინიშნება. “გორმედის” ქსელის რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა პაციენტი ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას.

პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ორი დღის განმავლობაში მას 4 ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. პაციენტი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, თუმცა დადებითი დინამიკა შეინიშნება და დღეს ის მოიხსნა აპარატიდან”,-აღნიშნა ტატო ქაჯაიამ.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.