სტატიები

საარჩევნოდ, გორში სოციალურად დაუცველთა რიცხვი 220-ით გაიზარდა და 24 665 შეადგინა

ბოლო ორ თვეში გორის მუნიციპალიტეტში სოციალური შემწეობის მიიმღებთა რიცხვი გაიზარდა. თუ ივლისში ქალაქსა დ სოფლად ამ სტატუსის მქონე ოჯახების რაოდენობა ჯამში 6 527 – ს შეადგენდა დღეს ეს რიცხვი 6 585-ია. მთლიანობაში ამჟამად, გორის მუნიციპალიტეტში 24 665 სოციალურად დაუცველია რეგისტრირებული (ქალაქში – 4891, სოფლად – 19774).

2021 წლის ივლისის მონაცემებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 24 445 ადამიანით იყო წარმოდგენილი. (ქალაქში – 4724, სოფლად+19721). წინასაარჩევნო პერიოდში სოციალურად დაუცველთა რიცხვი კი გაიზარდა.

ანალოგიური ტენდენცია გამოიკვეთა გასული წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც. მაგალითად, 2020 წლის ივლისში ასეთი ოჯახების რაოდენობა 5 487-ს შეადგენდა, არჩევნების წინა თვეს კი ეს რიცხვი 5 589 მდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვეში სოციალურად დაუცველი ოჯახები100-ით მეტი გახდა.

მოძიებული მონაცემებიდან გამომდინარე ირკვევა, რომ ზუსტად ერთ წელში, გორის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველთა რიცხვს კიდევ 1000 ოჯახი დაემატა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.