გორელმა სუმოისტმა ბადრი ხატისკაცმა გერმანიის ქალაქ ბრანდერბურგში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა და საქართველოში ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა.
“ბრანდერბურგში მიღწეული შედეგი სარეიტინგო ქულებისთვის დამეხმარება, რომ შემდეგ წელს მივიღო მონაწილეობა მსოფლიოს თამაშებში” , – ამბობს ბადრი ხატისკაცი.
ხატისკაცმა ფრანგი და უნგრელი მეტოქე დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში პოლონეთის წარმომადგენელმა სძლია. იგი აქტიურად ემზადება ჩემპიონატისთვის, რომელიც 2022 წლის გაზაფხულზე აზერბაიჯანის დედაქალაქში გაიმართება.
დატოვეთ კომენტარი