„გორელ ფოტოგრაფთა კლუბმა” საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში „ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოგრაფიული აღწერა“ გაიმარჯვა.
ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
“კონკურსის ჯამური ბიუჯეტი შეადგენდა 50 000 ლარს და მის ფარგლებში სამინისტროს სულ 10-მა განმცხადებელმა მომართა” , – განმარტავენ სამინისტროში.
უწყებამ 6 გამარჯვებული გამოავლინა, რომელთა შორის არის “გორელ ფოტოგრაფთა კლუბი”. კლუბმა გამარჯვება იმ პროექტის განხორციელებისთვის დაიმსახურა, რომლის სახელწოდებაც არის „ციფრული წარსული“.
დატოვეთ კომენტარი