სტატიები

გვსურს ბიუჯეტის 4 მლნ-მდე გაზრდა – ინტერვიუ კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელთან

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოში აუდიტის სამსახურმა მუშაობა დაასრულა. მუნიციპალური ა(ა)იპ-ის შემოწმება მისმა ახალმა ხელმძღვანელმა მოითხოვა. გიორგი ბარჯაძე ახლა ამბობს, რომ ხარვეზები გამოსწორებულია და გუნდი მუშაობის აქტიურ რეჟიმზეა გადასული. რა დარღვევები აღმოაჩინა აუდიტის სამსახურმა, რატომ დატოვა მონიტორინგის შედეგად სააგენტო, 15-მა თანამშრომელმა და რისთვის სჭირდება ხელმძღვანელს, მომავალი წლის ბიუჯეტის 4 მლნ ლარამდე გაზრდა, ამ და სხვა კითხვებს რადიო “მოზაიკას” შეკითხვებს გიორგი ბარჯაძე პასუხობს.

როგორც ცნობილია კეთილმოწყობის სააგენტოში აუდიტის სამსახური მუშაობდა, რა გამოიკვეთა მონიტორინგის შედეგად და რა ზომები მიიღეთ დასკვნის გაცნობის შემდეგ?

როდესაც ამ თანამდებობაზე დავინიშნე, ა(ა)იპ-ის ყველა თანამშრომელს შევხვდი, გავესაუბრე, გარკვეულმა ნაწილმა დაგვტოვა, პირადი განცხადების საფუძველზე. ზოგიერთი გავათავისუფლეთ დისციპლინარული გადაცდომების გამოვლენის შედეგად. არ დადიოდნენ სამსახურში. დაახლოებით 15 თანამშრომელი წავიდა სამსახურიდან. ახლა გუნდი არის ჩამოყალიბებული, რომელიც ყოველდღიურად მოწმდება. ხდება მათი აღრიცხვა. რაშიც მონიტორინგის სამსახური აქტიურადაა ჩართული.

რომელ სამსახურებში იყვნენ ასეთი თანამშრომლები, რომლებიც არ დადიოდნენ და ხელფასს მაინც იღებდნენ?

ეს იყო სამშენებლო და გამწვანების განყოფილები, ასეთები იყვნენ მონიტორინგის სამსახურშიც

რატომ გახდა აუდიტორული შემოწმება საჭირო?

მე მოვედი თუ არა შიდა აუდიტი ჩავატარე, მაინტერესებდა ყველაფერი, საწყობში რა მქონდა, მასალები, ხელსაწყოები რა სახის არსებობდა. ეს ყველაფერი უნდა მცოდნოდა და ისე დამეწყო მუშაობა. 

გამოვლენილი ხარვეზები კონკრეტულად რას ეხებოდა, მხოლოდ სამსახურებში თანამშრომელთა გამოუცხადებლობას? 

დოკუმენტალური მასალების გაწერას ეხებოდა. მცირედი ხარვეზები გამოიკვეთა როგორც გითხარით, რაც უკვე აღმოფხვრილია, მაგრამ ძირითადად მაინც საუბარი იყო სამსახურში სიარულთან დაკავშირებულ თემებზე. 

როგორ აკონტროლებთ ახლა ვინ დადის და ვინ არა სამსახურში, როგორც ვიციტ ასეულობით თანამშრომელი გყავთ?

ჩემი პირობა ასეთი იყო, დავიწყე თუ არა მუშაობა, პირველივე დღიდან ვთქვი, რომ კეთილმოწყობაში იმუშავებენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც მუნიციპალიტეტისთვის ყოველდღე თუნდაც მცირედს, მაგრამ რაღაც სასიკეთოს მაინც გააკეთებენ. მე გავაცანი ყველას ჩემი სამუშაო რეჟიმი, ვისთვისაც ეს მიუღებელი გახდა, როგორც გითხარით წავიდა სამსახურიდან.

როგორც ვიცით გორის მერიას ნარჩენების მართვის გეგმა გააჩნია რომელიც 2021 წლამდე მთელი რიგი ვალდებულებების განხორციელებას ითვალისწინებს, როგორ ხდება ამ დოკუმენტში გაწერილი სამუშაოების შესრულება?

ღია ნაგავსაყრელების ლიკვიდაცია აქტიურად მიმდინარეობს და ვცდილობთ, რაც შეიძლება შესაბამისობაში იყოს ჩვენი საქმიანობა ამ მართვის გეგმასთან.

რა პრობლემები არსებობს ამჟამად სააგენტოში, რაც ხელს გიშლით სამიქნობის სრულფასოვნად განხორციელებაში?

დამატებითი ტექნიკა, ნაგავ-მზიდი გვესაჭიროება, რობოტ მანქანას რომ ვეძახით, სოფლებში 4 დღეში ერთხელ გავდივართ და ამ ტექნიკის არსებობის შემთხვევაში გავალთ სამ დღეში ერთხელ, რაც გამოათავისუფლებს თანამშრომელთა ნაწილს და მას სხვა საქმის შესრულება შეეძლება ამ დროში.

ქუჩების მორეცხვა რა პერიოდულობით ხდება და რომელ ლოკაციებზე?

ჩვენ ყოველდღე ვახდენთ ქუჩების მორეცხვას. იმ კონკრეტულ ქუჩებზე, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს, ბინებრივია დროებით შეჩერებულები ვართ. მოგეხსენებათ ქალაქში ქუჩების რეაბილიიტაცია მიმდინარეობს. ვრეცხავთ ქუჩებს, მაგრამ ნოემბრიდან შევწყვეტთ, რადგან სიცივეებისა და ყინვების შემთხვევაში აღარ არის მისაღები ამ სამჯუშაოს შესრულება.

ამ ეტაპზე ბიუჯეტის რა ნაწილია სააგენტოში გახარჯული და რჩება თუ არა წლის ბოლოსთვის აუთვისებელი თანხები?

როგორც იცით, წლის მე-5 თვიდან ჩავუდექი სამსახურს სათავეში, ძირითადი ნაწილი ბიუჯეტის ათვისებულია, რა თქმა უნდა დარჩენილია თანხების ნაწილი და წინ მეოთხე კვარტალია, რა დროსაც გაიხარჯება ეს თანხა. 

2022 წლის ბიუჯეტის პროექტში რა ცვლილებებს გეგმავთ. იგივე ოდენობის თანხით მიიღებთ სუბსიდირებას ადგილობრივი ბიუჯეტიდან?

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე შედგენილი გვაქვს. გვინდა შევიძინოთ გარკვეული ტექნიკა, რომ გაძლიერდეს სააგენტო. როგორც დასუფთავების ისე გამწვანების მიმართულებით. ნაგვის ურნები, რომელიც ივსება და რაოდენობა იზრდება, მინდა რომ მათი მოვლა პატრონობა უფრო მყისიერი გახდეს. 3 მლნ ნახევარი ლარითაა 2021 წელს ჩვენი ბიუჯეტი წარმოდგენილი და ვითხოვთ 4 მლნ მდე გაზრდას, რადგან ტექნიკა, რომლის შეძენასაც ვაპირებთ საკმაოდ ძვირადღირებულია. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.